კახა კალაძე დანილოვის განცხადებაზე - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვისმენთ მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნაზე - ძლიერი ეკონომიკითა და მშვიდობის შენარჩუნებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუდმივად ისმის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ჩვენი ხედვა და პოლიტიკა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება. დარწმუნებული ვარ, იმ პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მომავალში ამას მივაღწევთ", - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ "ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, დეოკუპაციის საკითხს უფრო სწრაფად მოვაგვარებდით".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება