„თბილისი ენერჯი“ - ვაზისუბანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დროებით 7900-მდე აბონენტს შეუწყდება

ვაზისუბანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 7900-მდე აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, თბილისის მერიის დაკვეთით ვაზისუბნის II მ/რ-ში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბრის 23:00 საათიდან 23 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ვაზისუბნის I მ/რ-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8ა, 8ბ, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20ა, 20ბ, ვაზისუბნის IV მ/რ - კვ. 1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, ვაზისუბნის IV მ/რ - კვ. 2-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, 17, ვაზისუბნის III მ/რ – კვ. 1-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, ვაზისუბნის III მ/რ - კვ. 2-ში მდებარე კორპ. 3, 4, 5, 6, 7, 8 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 157, თემურ ქევხიშვილის ქ. 1, 2, 3, 4, 5, 7, 10, 15, ვაზისუბნის IIა მ/რ-ში მდებარე კორპ. 20, 21, 23, 27, ალ. როინიშვილის ქ. 16-1, 16-2, ვაზისუბნის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 1, 2, 3, 4, 12, 13, 14, 15, 17, 18, 19, ასევე ვაზისუბნის ტერიტორიაზე – შალვა მშველიძის, თეოფანე დავითაიას, აჩაბეთის, ხელოვანთა ქუჩის, ელიას მთის, ვაზის, ვაზისუბნის II, IIა მ/რ-ში მდებარე კორპ. 23ა-ს მიმდებარედ, ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონში, წყლის რეზერვუარის მიმდებარედ – ქისის, აჩაბეთის, კვიპაროსის, აშოტ და დავით კურაპალატების ქუჩების მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილსა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ორშაბათს - 23 ოქტომბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 სთ-მდე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო