„მზიურის“ პარკის შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტი გაიმართა

„მზიურის“ პარკის შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში თბილისის მერის ინიციატივით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე საკრებულოს წევრები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, „მზიურის“ ტერიტორია კიდევ 2,5 ჰექტარით გაიზარდა.

ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაუბრუნა დედაქალაქს. დღეს ის არის თბილისელების საკუთრება. რეაბილიტაციის ფარგლებში გავაკეთეთ „მზიურის“ გაგრძელება, 2,5 ჰექტარი ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდა. ყველას გვახსოვს, დღეს აქ რა მდგომარეობა იყო. მართლაც, ძალიან სასიამოვნო სივრცეა. ახალი ხე-მცენარეებია, საპარკე ინფრასტრუქტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები, განათება, საპიკნიკე სივრცე, სარწყავი სისტემა.

ბევრი ადამიანი სტუმრობს „მზიურს“ და ეს ახალი სივრცე კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ. მათ შორის, დუეტი „ჯორჯია“, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი“, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა.

თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს, ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო სივრცე, გადმოსახედი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 18 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება