ზურაბ აზარაშვილი, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, სტამბოლში, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგებს, საქართველოში, მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თითოეული მოქალაქისთვის, ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში, 2022 წლის ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი ამოქმედდა. შედეგად კი, 1 წლის განმავლობაში, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგებთან, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმებიც განიხილა, მათ შორის - თურქეთის ბაზრის გახსნა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება.

„ორმხრივ შეხვედრებზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც ყველა ბენეფიციარს, მომსახურებას, მსოფლიოს წამყვან 3 სხვადასხვა კლინიკაში უფინანსებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება გარდამავალი ეტაპი საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე, ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრის შექმნამდე, რომელზეც უწყება უკვე აქტიურად მუშაობს.

შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრამდე, ზურაბ აზარაშვილი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება