პაატა მანჯგალაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - როცა „ქართული ოცნება“ რამეს აფუჭებს, აუცილებლად იტყვის, რომ ევროპული რეკომენდაციაა - რისთვის სჭირდება? არჩევნები მოდის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები რეპრესიის მექანიზმია იმისთვის, რომ ხელისუფლებას მაუწყებლებზე დამატებითი წნეხი ჰქონდეს.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ პრაქტიკაა, რომ ევროპულ რეკომენდაციებს ამოეფარონ, სინამდვილეში არჩევნები მოდის და „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება.

„როდესაც „ქართული ოცნება“ რამეს აფუჭებს, აუცილებლად იტყვის, რომ ევროპული რეკომენდაციაა და აუცილებლად იქნება დაჩქარებული წესით. ვისაც ეხება, იმ ხალხს არ ჩართავს, არცერთ პროცესში.

ექსპერტების შეფასებაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ბევრი გადაწყვეტილება მიიღოს კომისიამ და ევროპული რეკომენდაცია ვერ იქნება, რომ თვითრეგულაციის ნაცვლად, ბექაურის უწყება ჩაერიოს ამ პროცესში. რეპრესიის მექანიზმია იმისთვის, რომ მაუწყებლებზე დამატებითი წნეხი ჰქონდეს.

რისთვის სჭირდება? - არჩევნები მოდის და „ქართულ ოცნებას“ ძალიან დასჭირდება.

კარვების რეგულაცია რომ მიიღეს, იქაც ამბობენ, რომ ესეც არის ევროპის საუკეთესო პრაქტიკა. “ქართული ოცნების“ ხელწერაა და სინამდვილეში ევროპას იფარებენ.

სასამართლო რეფორმებზე ვენეციის კომისიამ ჩაგვიწერა თუ რა არის გასაკეთებელი და ხმას არ იღებს არავინ. საარჩევნო რეფორმები, დეპოლარიზაცია ესენია გასაკეთებელი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რამე რესურსი, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდეს, მანჯგალაძე პასუხობს, რომ მხოლოდ პროტესტმა, შეიძლება შეაჩეროს.

„დროის ხარჯვაა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტის ძიება. „ქართულ ოცნებას“ მარტო ერთი რამ ესმის, ეს არის რეალური ხალხის ძალა. ხალხის ძალა თუ დაინახა, მაშინ იხევს უკან. ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად მივცემთ რესურსს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო