ჯო ბაიდენი - ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს უკავშირდება

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს უკავშირდება, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის დონორებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, ისინი ასე მოიქცნენ, ის თუ რატომ განახორციელა „ჰამასმა“ ისრაელზე შეტევა არის ის, რომ მათ იცოდნენ, მე ვაპირებდი საუდის არაბეთთან მოლაპარაკებების წარმოებას იმიტომ, რომ საუდის არაბეთს სურდა ისრაელის აღიარება და ეს ახლო აღმოსავლეთს რეალურად გააერთიანებდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იერუსალიმისა და რიადის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდებოდა, ხოლო 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მოლაპარაკებები შეჩერდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!