ანტისემიტიზმის კვლევისა და ინფორმაციის დეპარტამენტი - ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ბერლინში ანტისემიტიზმის 70 შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ბერლინში ანტისემიტიზმის 70 შემთხვევა დაფიქსირდა, - კვლევის შედეგებს ანტისემიტიზმის კვლევისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბერლინში ანტისემიტიზმის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისრაელს „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ.

ანტისემიტიზმის კვლევისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა 18 ოქტომბრამდე განხორციელებული ანტისემიტიზმის 70 შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც გასულ წელს დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით სამჯერ მეტია. ორგანიზაცია, რომელიც გერმანიაში ანტისემიტიზმის შემთხვევებს აღრიცხავს, აცხადებს, რომ ბოლო დროს მიღებული ინფორმაციის გადამოწმება აქტიურად მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!