ლევან დავითაშვილმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლებს კომპანიის 30 წლის იუბილე მიულოცა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლებს კომპანიის 30 წლის იუბილე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავიაკომპანიის დამსახურებაზე საქართველოს ეროვნული ავიაციის განვითარების, მათ შორის, კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით.

„სასიხარულოა, რომ ავიაციის რთულ დარგში ჩვენ გვყავს ფლაგმანი კომპანია, რომელსაც ოპერირების 30 წლის ისტორია აქვს. ამ პერიოდში კომპანიამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა, მაგრამ მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო დამსახურებაზე, რომელიც ავიაკომპანიას აქვს ქართული ავიაციის განვითარების კუთხით. საქართველოში ავიაციის სექტორში დასაქმებული პროფესიონალების უმრავლესობას პროფესიული გამოცდილება სწორედ „ჯორჯიან ეარვეისში" აქვს მიღებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, კომპანიამ ამ წლების განმავლობაში 570-ზე მეტი სპეციალისტი - მფრინავი, ინჟინერი, ტექნიკოსი მოამზადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ავიაციის სფერო სრული აღდგენის პროცესს წარმატებით გადის. მისი თქმით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც პირველი შემთხვევაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. „იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო ავიაციის სექტორი, რომელიც მაღალი ტემპებით ვითარდება, წარმატებული, პირველ რიგში, ქართული ავიაკომპანიებისთვის იქნება. „ჯორჯიან ეარვეისს" ვუსურვებ შემდგომ განვითარებას საქართველოს ეკონომიკის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება