მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს სულთან ალ მუსალამს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს სულთან ალ მუსალამს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის ფარგლებში უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გაიმართა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საუდის არაბეთში ბოლო წლებში საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების, პოპულარობა მატულობს, რაც ამ ქვეყნიდან ტურისტულ ნაკადების ზრდაზე აისახა. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების სიხშირეების ზრდაც, რაც ასევე პოზიტიურად მოქმედებს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ ამჟამად საუდის არაბეთიდან საქართველოში ფრენები კვირაში 9 სიხშირით ხორციელდება, ამასთან, ზაფხულის საავიაციო სეზონში ფრენების სიხშირე და მიმართულება მატულობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია.

„ჩვენ აქტიურ და მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ვატარებთ საუდის არაბეთში, სადაც სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ. საუდის არაბეთში მოსწონთ ჩვენი ბუნება, სამზარეულო, ტრადიციები და სხვა ატრაქციები და სიამოვნებით ჩამოდიან ჩვენთან ტურისტული ვიზიტებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საუდის არაბეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების აღების გამარტივებამ, რომელიც ორმხრივ მიმოსვლას უფრო მეტად შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებზე.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება