თინა ბოკუჩავა - ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე - ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე

დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, აშშ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ოჯახის წევრი გახდეს.

„დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მოწვეულ სპიკერად ვისაუბრე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს. უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს კანდიდატის სტატუსი და იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა უფრო პრორუსულია, არის ძალიან დიდი წუხილი, თუმცა ასევე ვხედავთ რამხელა ინტერესი და ძალისხმევა იდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ ქართველი ხალხის სურვილი - გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ ამაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება