ქუთაისში სითითონი გაიხსნა

ქუთაისში 21-22 ოქტომბერს სითითონი ტარდება - დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ ცენტრში სითითონმა სტარტი აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ქუთაისის მერის მოადგილემ, თამარ დახუნდარიძემ გახსნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ქლევერტონის“ წარმომადგენლებთან ერთად.

„ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული გამოწვევების კრეატიულად გადაჭრას შეეცდებიან. 36 საათის განმავლობაში, 20-ზე მეტი გუნდი იმუშავებს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე, რომლებზეც მონაწილეები ჩამოაყალიბებენ ახალ, ინოვაციურ ხედვასა და მიდგომებს. ჰაკათონში გამარჯვებული გუნდები 22 ოქტომბერს გამოვლინდება.

სითითონი ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის პროექტის "ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება