თსუ-ში სტუდენტური კლუბი ,,ილია” დაარსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური კლუბი „ილია” დაარსდა, რომელიც აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს თსუ-ს სტუდენტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუდენტური ინიციატივის მიზანია, თსუ-ს ბაზაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება. კლუბში გაწევრიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები, სტუდენტური და საერთაშორისო კონფერენციები, ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება