ისრაელის თავდაცვის ძალები - ომის შემდეგი ეტაპისთვის მზადება გრძელდება

ომის შემდეგი ეტაპისთვის მზადება გრძელდება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება გრძელდება და ბოლო დღეებში „ბრძოლის გაფართოების გეგმები“ დამტკიცდა.

“ჯარები წვრთნებს დამტკიცებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად ატარებენ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვარზე ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა და როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სახმელეთო შეტევა მალე დაიწყება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!