პენტაგონი - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს.

„ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.

„ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, - აღნიშნა ოსტინმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, მათი დამხმარე გემები და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის