22 ოქტომბერი ხის დარგვის დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას „დარგე ხე“, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შეუერთდნენ. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სკოლის მოსწავლეები იზრუნებენ. ღონისძიების მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, კახა ცერცვაძის განცხადებით, 2023 წლისთვის, სააგენტო ჯამში, 1535 ჰა ტყის მასივს აღადგენს.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები თვალსაჩინოდ გაიზარდა, რითაც სააგენტო ასრულებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას, რის მიხედვითაც, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰა-ზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა. ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს. 2023 წლისთვის, სააგენტო, ჯამში, 1535 ჰა ტყის მასივს აღადგენს“, - აღნიშნა კახა ცერცვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება