თურქეთმა ღაზას სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში გაგზავნა

თურქეთმა ეგვიპტეში, ღაზას სექტორისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამედიცინო ჯგუფით, აღჭურვილობითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა , - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„ჩვენი თვითმფრინავი ღაზას დასახმარებლად აფრინდა. საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით და რომელშიც 20 სპეციალისტი ექიმი იმყოფებოდა, ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრა“, - აღნიშნა კოჩამ.

ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასავლელი აშშ-ს, ისრაელს, ეგვიპტესა და გაერო-ს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად გუშინ გაიხსნა. გუშინვე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!