ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 651-მდე გაიზარდა

ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზას სექტორში 7 ოქტომბრიდან დღემდე 4 651 პალესტინელი დაიღუპა, - ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მტკიცებით, დაღუპულთა 40%-ს ბავშვები შეადგენენ.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულია 14 245-ზე მეტი ადამიანი, მათგან 70% ბავშვები და ქალები არიან.

Reuters-ის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ დღეს განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 266 პალესტინელი, მათ შორის 117 ბავშვი, დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება