ირანის საგარეო მინისტრი - აშშ ღაზაში “პროქსი ომს“ აწარმოებს - რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი  ღაზაში გენოციდს არ შეაჩერებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, აშშ პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მეშვეობით ომს აწარმოებს.

”რისი მოწმენიც ვართ დღეს ღაზაში არის “პროქსი ომი“, რომელსაც აწარმოებს ისრაელის ყალბი რეჟიმი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს, პალესტინის ჩაგრული ერისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, - განაცხადა მან ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვია და მხარი დაუჭირა მის თავდასხმებს, რადგან იბომბება საავადმყოფოები, მეჩეთები, ეკლესიები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

„თელ-ავივში ყოფნისას აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის გაგზავნის იარაღით სავსე ასობით თვითმფრინავს, გემს და სატვირთოს მკვლელობისა და მასობრივი მკვლელობის მხარდასაჭერად, რომელსაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი მტკიცებით, რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, თუ აშშ და ისრაელი უარს იტყვიან ღაზაში გენოციდის შეჩერებაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება