ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰეზბოლა“ ომს გადაწყვეტს, ლიბანის მეორე ომი მოენატრება

თუ „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ომში შესვლას, მას ლიბანის მეორე ომი მოენატრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ საზღვარზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ის დაუშვებს ცხოვრებისეულ შეცდომას. ჩვენ დავარტყამთ მას ისეთი ძალით, რომ ვერც კი წარმოიდგენს და ეს მისთვის და ლიბანის სახელმწიფოსთვის გამანადგურებელი იქნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი ომში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ გაგანადგურებენ, თუ არ გაანადგურებ.

„ვიცი, რომ მეგობრები დაკარგეთ და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბრძოლაში ვართ, ჩვენი სახლისთვის ბრძოლაში. ეს არ არის გაზვიადება, ეს არ არის გადაჭარბება, ეს არის ომი. ეს ნიშნავს, მოგკლავენ, ან მოკლავ და ისინი უნდა მოკვდნენ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება