თეთრი სახლი - დასავლელი ლიდერები მხარს უჭერენ ისრაელს და მის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმისგან

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტსა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბრის დროს კვლავ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ისრაელის და მისი უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, აუცილებლობას.

„ისინი მიესალმნენ ორი მძევლის გათავისუფლებას და მოუწოდეს დაუყონებლივ გაათავისუფლონ ყველა დარჩენილი მძევალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები მიესალმნენ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას და განაცხადეს, რომ მზად არიან გააგრძელონ კოორდინაცია რეგიონში პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის მუდმივი და უსაფრთხო წვდომა საკვებთან, წყალთან, სამედიცინო და სხვა დახმარებასთან, რომელიც საჭიროა ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება