ისრაელის თავდაცვის ძალები - “ჰამასის” ობიექტებზე ათობით დარტყმა განხორციელდა

ისრაელის სამხედროებმა წუხელ “ჰამასის” ობიექტებზე ათობით საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ წუხელ ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ორი უჯრედი გაანადგურეს. ერთი მატატის მიმდებარედ მდებარეობდა, საიდანაც ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება იგეგმებოდა, ხოლო მეორე ჰარ-დოვში, საიდანაც ასევე იგეგმებოდა რაკეტების ისრაელისკენ გასროლა.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ შაბათს განაცხადა, რომ მისი ძალები ღაზაში საჰაერო თავდასხმებს გააძლიერებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება