ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზასა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ორი კოლონის შესვლას.

„ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ღაზაში ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების ნაკადი გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, სატელეფონოი საუბრის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლიერება გამოხატა ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლების საქმეში ისრაელის მხარდაჭერისთვის.

„ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, აშშ-ის მოქალაქეების ჩათვლით და აშშ-სა და სხვა ქვეყნების იმ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც ღაზას დატოვება სურთ“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუ მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება