პაატა მანჯგალაძე - მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს - თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს „ქართული ოცნებაა“

მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს - თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებები „ქართულ ოცნებას" საარჩევნოდ, ცენზურისთვის სჭირდება.

„ცვლილებები, რომელიც შემოტანილია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნების დროს დამატებით ბერკეტი ჰქონდეს მედიაზე ზემოქმედების. ბექაურის კომისიის მიმართ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც მაუწყებლების შიდა რეგულირების სფერო იყო, არაერთი შენიშვნაა გამოთქმული პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით. ცვლილებები საშუალებას იძლევა მედიაზე ცენზურის განხორციელების. მედია არის სარკე და არ მგონია, სარკეზე რაიმეს გადაფარებით რეალობა შეიცვალოს, თუ ვინმე სიძულვილის და პოლიტიკური უხამსობის ტირაჟირებას ახდენს ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. ამბობენ, რომ რეგულაცია ევროპულია და უნდა ვიცოდეთ, რომ როცა „ქართული ოცნება“ დაჩქარებით ახორციელებს ცვლილებებს და ამბობს, რომ ევროპული და ამერიკულია, იცოდეთ, რომ სინამდვილეში მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული, რაღაცას იპარავს, აფუჭებს და ანადგურებს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება