იოავ გალანტი - ღაზაში სამხედრო ოპერაციას ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდება, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი“ აღარ იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, სამხედრო ოპერაციას ღაზაში შეიძლება ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იქნება.

„ეს უნდა იყოს ბოლო სახმელეთო მანევრები ღაზაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი დასრულების შემდეგ „ჰამასი“ აღარ იქნება. ამას დასჭირდება ერთი, ორი, სამი თვე, მაგრამ საბოლოოდ „ჰამასი“ აღარ იქნება“, - აღნიშნა იოავ გალანტმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ მასიურ საჰაერო თავდასხმებს ღაზას სექტორში, რათა მოამზადონ ნიადაგი სახმელეთო ქვედანაყოფების შესვლისთვის.

„ვიდრე მტერი შეხვდება ჯავშანსატანკო და ქვეით ჯარებს, ის შეხვდება სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბებს", - აღნიშნა გალანტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება