ჯოზეფ ბორელი - საჭიროა ჰუმანიტარული პაუზა, რათა ღაზაში დახმარება შევიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, რათა ღაზას სექტორში მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზაში. პირადად მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჰუმანიტარული პაუზა, რათა ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და განაწილდეს“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში სწორედ ჰუმანიტარული პაუზის საკითხს განიხილავენ.

„შეხვედრის შედეგს წინასწარ ვერ განვჭვრეტ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ის, რისი განხილვაც მინისტრებს მოუწევთ. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ეს ძალიან ითხოვა“, - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება