საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, სტუდენტებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექცია - „ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მსხვერპლთა, დაზარალებულთა (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია“, გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, საჯარო ლექციაზე თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მენეჯერმა, ანა რობაქიძემ ისაუბრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მისიაზე, იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო დაზარალებულებს სთავაზობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საკითხი, რომლის შესახებაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია გამართეს, ძალიან მტკივნეული და აქტუალურია.

„პრობლემა, რომლის შესახებაც სააგენტომ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა, ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია. სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს, რათა ძალადობა მაქსიმალურად შემცირდეს. იმისათვის, რომ დაზარალებულის რეაბილიტაცია შედეგიანი იყოს 2006 წლიდან - 2023 წლის განმავლობაში, სააგენტოს ბაზაზე 5 თავშესაფარი, 7 კრიზისული ცენტრი ამოქმედდა, კანონი მკაცრად სჯის მოძალადეს. სტუდენტებმა ამ და სხვა საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ვფიქრობ, მსგავსი საჯარო ლექციები მომავალი იურისტებისა და არა მხოლოდ მათთვის, აუცილებელია“, - განაცხადა პროფესორმა, ირაკლი გაბისონიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო