„საქსტატი“ - თბილისში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ბინები 5.2%-ით, ხოლო კერძო სახლები 6.2%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ბინები 5.2%-ით, ხოლო კერძო სახლები 6.2%-ით გაძვირდა.

მათივე ცნობით, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების, ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით.

„2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი).

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების, ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება