„თიბისი“ და USAID ტექნოლოგიური განათლების მიღების მსურველებს ან ამ სფეროში უკვე მოღვაწე პირებს დაფინანსებულ საგანმანათლებლო კურსებს სთავაზობს

„თიბისი“ და USAID ტექნოლოგიური განათლების მიღების მსურველებს ან ამ სფეროში უკვე მოღვაწე პირებს დაფინანსებულ საგანმანათლებლო კურსებს სთავაზობს. აღნიშნულის შეასხებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თუ გაქვს ძლიერი სურვილი და მოტივაცია გადადგა პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში ან უკვე მოღვაწეობ ამ სფეროში და გსურს გაიღრმაო ცოდნა, „თიბისი“ და USAID, კარიერული განვითარებისთვის, გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო ტექკურსებს.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს“-ნათქვამია ინფორმაციაში.

„თბს“-ის ცნობით, პროგრამები წარიმართება „თიბისის“ IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა „თიბისისა“ და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

მათ, ვისაც სურთ, მეტი გაიგონ პროექტზე და უპასუხონს კითხვებს: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროექტი? როგორ უნდა მოხვდე სრულად დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კურსებზე? რას ისწავლი, როგორ ისწავლი და სად შეძლებ დასაქმებას? - უნდა შეუერთდნენ პროექტის საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებიც ჩატარდება შემდეგ რეგიონებში:

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია!

„პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული მიმართულებებში“, - ნათქავამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის