თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის შესრულების პროცესზე, რომელიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად შეფასდა. აღინიშნა აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებების პოზიტიური დინამიკა, რაც ზრდის თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმსა და ურთიერთთავსებადობის დონეს.

საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებსაც. თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიზნით გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება