„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ინფორმაციით, წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო დიდუბის რაიონში გარკვეულ ქუჩებს 13:00 საათიდან, საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 23 ოქტომბერს, დიდუბის რაიონში, ტოვსტონოგოვის ქუჩა N12-ის მიმდებარედ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 23 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში - ტოვსტონოგოვის, წინამძღვირშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, კარგარეთელის, პასტერის, უზნაძის, აგლაძის, მარჯანიშვილის N3, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, დოდო აბაშიძის, კიევის, სუნდუკიანის, მაზნიაშვილის, რომის, ქურდიანის, ტყვიავის, გოგიბერიძის, გორკის, გამცემლიძის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება