რობინ დანიგანი - ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება