საქართველოში პირველად ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

საქართველო პირველად მასპინძლობს „ელექტრონული კომერციის დღეს“. ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით 25 ოქტომბერს თბილისის “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ჩატარდება.

ელექტრონული კომერციის დღე მიზნად ისახავს ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებას, რაც მათთვის კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაა. საქართველოს ეწვევიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა.

“საქართველო პირველად უმასპინძლებს “ელექტრონული კომერციის დღეს” და საკმაოდ ამბიციური მიზანიც გვაქვს დასახული: დავაკავშიროთ ადგილობრივი და მსოფლიო დონის კომპანიები ერთმანეთს ხანგრძლივი პარტნიორობის პერსპექტივით, გაძლიერდეს იქომერს ინფრასტრუქტურა და რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ დაიწყოს ამ მიმართულებით განვითარება. დიდი მოლოდნი და შემართება გვაქვს, ბევრი საინტერესო კომპანია იღებს მონაწილეობას და გვსურს, კონფერენციამ ყოველწლიური ღონისძიების სახე მიიღოს,” - აცხადებს „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.

ღონიძიებაზე სპიკერები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განიხილავენ იქომერსის მომავალს, გამოწვევებს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდებს, მიწოდების ჯაჭვის მართვას/ლოგისტიკას და ციფრულ მარკეტინგს.

eCommerce Day 2023-ის მონაწილე კომპანიები და პარტნიორები არიან:

  • Amazon Pharmacy
  • Aversi
  • B2C
  • Bank of Georgia Business
  • Be.ge
  • BTU
  • CALEN AI
  • Citrus.ge
  • CityPay
  • Evido x Meta
  • Geely
  • GITA
  • Glovo
  • Homeview.ai
  • HT Solutions
  • ISAC
  • MydataNinja
  • PAYZE
  • Phubber
  • Soplidan.ge
  • Qisabags
  • Retain
  • Tegeta Holding
  • TNET
  • Trendyol
  • UGT
  • UN Women Georgia
  • UniPay
  • USAID Economic Governance Program
  • USAID Economic Security Program
  • VELI.Store
  • Viber
  • VISA
  • Wempler
  • Wolt
  • Wowchy

ღონისძიების გენერალური სპონსორია თეგეტა ჰოლდინგი. პარტნიორები არიან: USAID Economic Security Program, USAID Economic Governance Program, UN Women Georgia, საქართველოს ბანკი ბიზნესი და Visa.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: ფორმულა, მარკეტერი, ბიზნეს მედია საქართველო, Entrepreneur, მთავარი არხი და პირველი არხი - ბიზნეს პარტნიორი.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობის და გაუმჯობესების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ მიზნებს აერთიანებს. ის ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება