ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მესამე პარტია შევიდა

ღაზის სექტორში ეგვიპტიდან, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მესამე კოლონა შევიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია არ აკონკრეტებს, რამდენი სატვირთო მანქანა შევიდა დღეს ღაზის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, შაბათს და კვირას ღაზაში საკვებით, წყლით, მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული 34 სატვირთო მანქანა შევიდა.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ პალესტინის ანკლავში დახმარების შეტანას მიესალმებიან, თუმცა ის არასაკმარისია 2 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რომლებიც მუდმივი საჰაერო დაბომბვის ფონზე უწყლოდ და საკვების გარეშე დარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!