კახა კალაძე - არ მესმის,  გახარიას 1%-იანი პარტია რატომ უნდა იყოს საინტერესო - ყველაფერი იდეალურად იქნება, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც

არ მესმის, გახარიას 1%-იანი პარტია რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი - ყველაფერი იდეალურად იქნება, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორც შეაფასებს პარტია “საქართველოსთვის” წევრების განცხადებას, რომ საარჩევნოდ თანამშრომლობის საკითხზე მათი პარტიის ლიდერებს მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

„არ მესმის, 1%-იანი გახარია, რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი. ყველაფერი იდეალურად იქნება, “ქართული ოცნება” 2024 წელს აუცილებლად გაიმარჯვებს, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. ასეთი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც”, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პარტია "საქართველოსთვის" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციას რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გამორიცხავს. თუმცა პარტიის წევრი, მიხეილ დაუშვილი ადასტურებს, რომ პარტიის ლიდერებს მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება