ხატია დეკანოიძე - თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს რუსულ უფსკრულში, რომელში გადავარდნაც ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ არ აღმოჩნდეს იმ რუსულ უფსკრულში, რომელში გადავარდნაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილება დადებითი იქნება. დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რადგან ევროკავშირისგან ვიცით, რომ მათი რეკომენდაციებიდან მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი - არა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება