ხატია დეკანოიძე - სუს-ის ხელმძღვანელის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია, მოსალოდნელი გადატრიალებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს მზადების კონტექსტში განხილვის საფუძველს არ იძლევა

დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელის მიერ პარლამენტის დახურულ სხდომაზე გასაჯაროებული ინფორმაცია, მოსალოდნელი გადატრიალებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს მზადების კონტექსტში განხილვის საფუძველს არ იძლევა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ამავე თემაზე სუს-ს შვიდი საქმე აქვს დაწყებული, თუმცა მათგან არც ერთი შედეგით არ დასრულებულა.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო.

„ვეტოს დადება იმ კანონებზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის და ზოგადად, თავისუფლების ღირებულებებთან, ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებდა ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს შეუშლის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაბრკოლებას შექმნის. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ასეთ კანონებზე არის სწორი“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება