დენის შმიგალი - უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეცხრე ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მთავრობა ევროკომისიასთან ერთად მუშაობს ახალ გრძელვადიან პროგრამაზე Ukraine Facility, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდი ევროა.

„ზოგადად, 2023 წელს, ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა უკვე შეადგენს 15 მილიარდ ევროს - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება უკრაინას იყოს ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი“, - განაცხადა შმიგალმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორების მიმართ მადლიერია უკრაინისადმი მათი ურყევი სოლიდარობის გამო.

"მომავალ წელს მათგან 18 მილიარდ ევროს ველით. მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობისთვის ", - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!