საქართველოს ბიზნესასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს

2023 წლის ზაფხულში დაფუძნებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამჟამად მათი საქმიანობის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს, სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ იწვევს კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას.

„აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო როგორ უშუალოდ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც პირდაპირი შეხება აქვთ საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან.

თავის მხრივ, დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ კი საბანკო პროდუქტების არსებული შეზღუდვები. საუბარი შეეხო საბანკო ტრანზაქციების განხორციელების დროს წარმოშობის სერტიფიკატებისა და საავანსო გადარიცხვების თემატიკას, რომელიც ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომიტეტის თავმჯდომარის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას“.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები, იგეგმება გამოწვევების დაძლევის მიზნით წინადადებების/კონცეფციის შემუშავება.

„საქართველოს ბიზნესასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, შეხვედრის ფარგლებში BAG-ის წევრი კომპანიებთან ერთად შევაჯერეთ პოზიციები, რომელიც უკავშირდება ინდუსტრიაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს. სწორედ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაპირებთ, კონსულტაციების გამართვას შესაბამის უწყებებთან, რადგანაც პროფესიული და კომპეტენტური მოსაზრებების გაზიარება წაადგება წარმოქმნილი სირთულეების დაძლევისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო