კახა კალაძე - ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა

ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ“ ფონდი შექმნა, რომლის მიზანია დაეხმაროს ინდივიდებს გამოხატვის თავისუფლების არაძალადობრივი რეალიზების გამო მათზე დაკისრებული ფინანსური ტვირთის დაძლევაში.

როგორც კალაძემ განმარტა, რადიკალური ძალები ცდილობენ, ზიანი მიაყენონ ქვეყანას და რევოლუციები მოაწყონ.

„ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები. ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და იკადრებენ.

თუ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ, გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ხალხი და პატივს სცემ მას, როგორ უნდა იკადრო და გააკეთო პოლიტიკოსმა და მთავრობამ ისეთი, რამ, რასაც რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებენ.

დღესაც იმავეს აგრძელებენ, ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ინფორმაცით, მათ ფონდი შექმნეს, რომლის მიზანია დაეხმაროს ინდივიდებს გამოხატვის თავისუფლების არაძალადობრივი რეალიზების გამო მათზე დაკისრებული ფინანსური ტვირთის დაძლევაში. როგორც „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ განმარტავენ, ფონდის მანდატი ვრცელდება 2023 წლის მარტის საპროტესტო აქციებისა და მას შემდგომ არაძალადობრივი გამოხატვის ფარგლებში მოქმედი პირების მიმართ დაკისრებული ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაზე თუკი, საქმე აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: საქმის გარემოებები აშკარად უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას; საქმის გარემოებების მიხედვით ბენეფიციარს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო