არჩილ თალაკვაძე - პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ, რა მიზანს ემსახურებიან ისინი

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, გმირებად მათ წარმოსაჩენად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს.

„მაშინ ეს გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს, ეს კამპანია გრძელდება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით თვეების წინ, რომ პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, თუ რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, მათ წარმოსაჩენად გმირებად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს, ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს. ეს კამპანია არ შეწყვეტილა, გრძელდება. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ყველა ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც გულწრფელი პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ამიტომ საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით თანამშრომლობასთან ერთად ანგარიშვალდებულებასაც და მოველით, რომ რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იგივე პრინციპებს სცეს პატივი ყველა მხარემ. ეს არის საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო