მაკა ბოჭორიშვილი ყირიმის სამიტზე - ეს პლატფორმა შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი

ეს არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა ამ ფორუმში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ბრძოლისადმი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პლატფორმას იყენებს იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მისივე განცხადებით, სამიტში საქართველოს მონაწილეობა იმის დადასტურებაა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.

„რა თქმა უნდა, ეს არის ის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ, ასევე, ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი აღნიშნულ ფორმატში და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვქონდეს მათთან საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავად ჩვენი მონაწილეობა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მხარდაჭერისა უკრაინისადმი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება