პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უსინათლოთა კავშირს ბრაელის შრიფტით დაბეჭდლი საინფორმაციო ბროშურები გადასცა

პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბრაელის შრიფტით ბროშურები დაამზადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული მასალები უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესა და თბილისის სხვა ფილიალების წარმომადგენლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე- ოთარ ჩახუნაშვილი და ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - მაია გოგოლაძე.

უსინათლოთა კავშირის წევრებთან შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლელა ჯანაშვილმა მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატი და ფუნქციები გააცნო. სამსახურის უფროსმა გამოთქვა მზადყოფნა რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავშირის წევრებისთვის ტრენინგებიც დაინიშნოს.

აღსანიშნავია, რომ უსინათლოთა კავშირს თბილისსა და რეგიონებში 15 ფილიალი აქვს დაფუძნებული, რომლებშიც 3000-მდე წევრია გაერთიანებული. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეტაპობრივად, ბრაელის შრიფტით დამზადებულ ბროშურებს ყველა ფილიალს გადასცემს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება