ლევან დავითაშვილი - ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს - 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე ექსპლუატაციაში შევა, პირველად, ბევრი წლის განმავლობაში

ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს - 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე ექსპლუატაციაში შევა, პირველად, ბევრი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დამუშავებაზე.

„ენერგეტიკული პროექტების განხორციელება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. იცით, რომ ახალი მხარდაჭერის მექანიზმი შემოვიღეთ, რომელიც ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელების, ფინანსების მოზიდვის უკვეთეს პირობებს სთავაზობს. მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იცით, რომ 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრე ექსპლუატაციაში შევა, რეალურად, პირველად, ბევრი წლის განმავლობაში. ასევე, სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დამუშავებაზე. მიმდინარე პროექტების კუთხითაც აქტიური მუშაობა მიდის და თითქმის, ყველა მთავრობაზე ჩვენ გვაქვს ახალი პროექტების განხილვა. მათ შორის დღესაც 250 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის პროექტები დამტკიცდა, რომელიც დაახლოებით 400 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. ეს არის როგორც ჰიდროელექტროსადგურები, ასევე ქარის ელექტროსადგურები. ეს პროექტები არის სხვადასხვა ეტაპზე: კვლევის, შესწავლის და მშენებლობის. ეს სამი ეტაპია - ხოლმე, რომელსაც მთავრობა იხილავს. რაც შეეხება მეორე აუქციონს, ახალი მექანიზმით, მეორე აუქციონი, მაქსიმუმ, ნოემბრის თვეში იქნება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება