ლევან დავითაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არაერთხელ გვინახავს უპასუხისმგებლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დამოკიდებულება ოპონენტთა მხრიდან - პარტიული ნიშნით არ უნდა ვყოფდეთ ჩვენ წარმატებას

ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არაერთხელ გვინახავს უპასუხისმგებლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დამოკიდებულება ოპონენტთა მხრიდან - პარტიული ნიშნით არ უნდა ვყოფდეთ ჩვენ წარმატებას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეაფასებს ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ ისინი „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიესალმებიან სტატუსის მიღებას.

როგორც მინისტრი განმარტავს, ოპოზიციის ნაწილი რეალურ ზრახვებს ვერ მალავს.

„ჩვენ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არაერთხელ გვინახავს უპასუხისმგებლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დამოკიდებულება ოპონენტთა მხრიდან. როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანია კონსოლიდირებულები ვიყოთ და ევროპა ხედავდეს კონსოლიდირებულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში, პარტიული ნიშნით არ უნდა ვყოფდეთ ჩვენ წარმატებას. ვხედავთ, რომ ისინი სამწუხაროდ ვერ მალავენ რეალურ ზრახვებს, ამაზე ღიადაც საუბრობენ. ის რაც მათთვის ტრაგედიაა, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება და შედეგია. სამწუხაროა, რომ ასეთი განწყობა არსებობს. საბედნიეროა, რომ პროგრესი გვექნება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. საქართველო გააგრძელებს ინტეგრაციის გზაზე წინსვლას. მინდა ვთქვა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გვქონდა არამხოლოდ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ასევე ვიზალიბერალიზაცია, ამ დროსაც არაერთი ოპონენტი ცდილობდა ამ პროცესის ხელის შეშლას. მათ არ უნდოდათ, ეს ყოფილიყო ხელისუფლების დამსახურება. ღიად გამოდიოდნენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ასე ხდება ახლაც. მოვიპოვეთ ევროპული პერსპექტივა, წელს მოვიპოვებთ კანდიდატის სტატუსს და ამ პროცესში სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ კონსოლიდაციას“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება