Reuters - ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო პრაიმერში მარია კორინა მაჩადო ლიდერობს

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო პრაიმერში მარია კორინა მაჩადო ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამ დროისთვის 601 110 ბიულეტენია დათვლილი და წინასწარი მონაცემებით, მარია კორინა მაჩადო ვენესულას ოპოზიციის საპრეზიდენტო პრაიმერში ხმების 93%-ით ლიდერობს. მაჩადოს უახლოეს კონკურენტს, ყოფილ დეპუტატ კარლოს პროსპერის ხმების 4,75% აქვს. მარია კორინა მაჩადომ გამარჯვება უკვე გამოაცხადა.

როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა მაჩადო ვენესულას ოპოზიციის საპრეზიდენტო პრაიმერში, მას საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამორთმეული აქვს, რადგან იგი მადუროს მთავრობის მიმართ დაწესებულ სანქციებს უჭერდა მხარს.

გასულ კვირას ოპოზიციამ და მთავრობამ საარჩევნო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ორივე მხარეს უფლება აქვს თავისი კანდიდატი აირჩიოს.

აშშ-მა შეთანხმების საპასუხოდ ვენესუელას ნავთობზე დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა და მადუროს მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე მისცა დრო, რომ ოპოზიციის წევრებზე დაწესებული აკრძალვები მოხსნას და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.

მადუროს ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ხუთი ადამიანი უკვე გაათავისუფლა, მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ დისკვალიფიკაციის მქონე პირები 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მეორე ნახევარში ჩატარდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება