„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვა

ფოთში, ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადგილობრივი სკოლების პედაგოგები დააჯილდოვა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის მიერ გამოვლინდა და დაჯილდოვდა ხუთი საუკეთესო პედაგოგი: მაია ურიდია, ნინო ლომიძე, ქეთევან გერსამია, ნაილი გეგეჭკორი, ლევან ტრაპაიძე სოციალურ აქტივობებში, ინკლუზიურ განათლებაში, გარემოს დაცვასა და STEM მიმართულებით გამორჩეული აქტივობებისთვის და სასკოლო თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

მათივე ცნობით, კორპორაციული მდგრადობის ჭრილში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობაა.

„ამ მიმართულებით კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს", - აღნიშნავენ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება