კახა ლაბუჩიძე აცხადებს, რომ ვაზისუბანში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ოჯახების აღწერა მიმდინარეობს და გამგეობა მზად არის, ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოს

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

კახა ლაბუჩიძის თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს ოჯახების აღწერა.

„გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

კახა ლაბუჩიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

„მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება.

ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება