„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - ვაზისუბანში მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და მოსახლეობა ინფორმირებული იყო - გაზმომარაგების აღდგენაც სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით მოხდა

გეგმური სამუშაოები მიმდინარეობდა გუშინ, მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და ამის შესახებ მოსახლეობა იყო ინფორმირებული, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაზისუბანში, სადაც, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, გაზმომარაგების აღდგენა მოხდა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით.

“ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ადგილზე შესვლა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ არ გვაქვს დათვალიერებული ფართი.

მოსახლეობა გაფრთხილებული იყო დადგენილი წესის შესაბამისად. გაზმომარაგების აღდგენაც მოხდა სრული ტექნიკური ნორმების დაცვითა და გათვალისწინებით.

გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიღებული ჰქონდა შეტყობინება.

გეგმური სამუშაოები მიმდინარეობდა გუშინ. მიმდინარეობდა ქსელის რეკონსტრუქცია და ამის შესახებ მოსახლეობა იყო ინფორმირებული”, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

ცნობისათვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადა სამი ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება