კრემლი - ვლადიმერ პუტინი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

თავის ბრაზილიელ კოლეგასთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვება მოითხოვა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის ზრდის გამო და მათ ისაუბრეს ცეცხლის შეწყვეტის ფუნდამენტური მნიშვნელობის, ღაზას სექტორიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად დაშვების შესახებ“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!