მამუკა ხაზარაძე 2024 წლის არჩევნებზე  - ან რუსეთში ვიქნებით, ან თავისუფალ სამყაროში

ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ თუ ახალ იდეებს, პროგრესს და სახეებს არ დაუჭერ მხარს, ვიქნებით იქ, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე - „2024 წლის არჩევნები რაზეა?“, ხაზარაძე პასუხობს, რომ „ან რუსეთში ვიქნებით, ან დამოუკიდებელ, თავისუფალ სამყაროში“.

მისივე განცხადებით, ახალმა ძალებმა უნდა წაიყვანონ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

„მე არ მინდა შავ და თეთრში დავხატო რაღაც, ყველას აქვს ისტორიაში რაღაც როლი - დადებითი და უარყოფითი, მაგრამ ეს ჩემთვის უკვე წარსულია. ამ ძალით ჩვენ დღეს ქვეყანას სწრაფად ფეხზე ვერ დავაყენებთ, გამორიცხულია. თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დამოუკიდებლად შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლა - მე ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ამის გაკეთება არ შეიძლება, თუმცა შევიკავებ თავს რადგანაც ოპოზიციურ ფლანგზე არიან. ახალმა ძალებმა უნდა წაიყვანონ ლიდი და ის პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. ყველაფერი იწყება სურვილიდან და ამას, რომ გადავწყვეტთ, რომ აღარ მინდა ეს ძველი ცოცხის ამბავი, რადგან ერთიც ვნახე და მეორეც ვნახე. ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ძალებმა, რომელსაც კისერში ამოუვიდა ერთიც და მეორეც, ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. თუ გამოჩნდებიან ძალები, რომლებსაც უნდათ ახალი ცხოვრება და გარღვევა ყველა სფეროში, მაშინ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ უკან დაბრუნება არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაქრებიან, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა დრო მოვიდა, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს, მოდერნიზებული „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა და ასე შემდეგ, კიდევ ვიმეორებ თავს ვიკავებ, რადგანაც პოლიტიკაში და ოპოზიციაში ვართ, ამაზე მეტ კრიტიკაში აღარ წავალ, რადგან ადრე თუ გვიან აუცილებლად რაღაც თემებზე ერთობლივი სამუშაო მოგვიწევს, მაგრამ ეს იქნება არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ თუ ახალ იდეებს, პროგრესს და სახეებს არ დაუჭერ მხარს, ვიქნებით, იქ სადაც ვართ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება